09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
აშშ-ს სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს უსმენდენენ - ვიკილიქსის სკანდალური მასალა

ვიკილიქსმა ახალი სკანდალური მასალა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების სპეცსამსახურები საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, ანგელა მერკელის აპარატსაც უსმენდნენ.

ცენტრალური დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი სამსახური, რომელიც მასალების მოძიებითაა დაკავებული, გერმანელი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრებს უსმენდა.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ ვიკილიქსის მასალები ედვარდ სნოუდენის დოკუმენტებს ადასტურებს. სნოუდენი ამტკიცებდა, რომ ამერიკულ დაზვერვას ევროპის ქვეყნებში 19 აქტიური ფილიალი აქვს, მათ შორის ბერლინშიც და ის კანცლერსაც უსმენდა.

სნოუდენის სკანდალურ განცხადებებმა ვაშინგტონსა და ბერლინს შორის დაძაბულობა გამოიწვია. მაშინ ანგელა მერკელმა ახსნა-განმარტებები ბარაკ ობამას მოსთხოვა.

 
დღის ამბები