09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ კიევში მასშტაბური აქცია გაიმართა

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ კიევში მასშტაბური აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში ნაციონალისტები და მემარჯვენე სექტორის აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობას მინსკის შეთანხმების გაუქმებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის განახლებისკენ მოუწოდებენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმია შეტევაზე უნდა გადავიდეს და რუსეთთან ომი დაასრულოს. ნაციონალისტები მზად არიან კონფლიქტში ჩაერთონ და არმიას აგრესორის დამარცხებაში დაეხმარონ.

აქცია კიევის ცენტრში მშვიდობიანად დასრულდა.

 
დღის ამბები