09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანეს

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანეს. რაკეტები ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე აფეთქდა.

სამხედრო მეთაურობა ცდილობს დაადგინოს საიდან მოხდა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა – ეგვიპტის ტერიტორიიდან თუ ღაზის სექტორიდან. დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ მათ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა სინას ნახევარკუნძულიდან გაისროლეს.

ეგვიპტელი ძალოვანები ირწმუნებიან, რომ იერიში სინას რეგიონიდან არ განხორციელებულა. კაიროში აცხადებენ, რომ არმია სინაზე უკვე მესამე დღეა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს და ასამდე ტერორისტი უკვე განადგურებულია. 

 
დღის ამბები