09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
აშშ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება

შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.

4 ივლისი შეერთებულ შტატებში ტრადიციულად დასვენების დღეა, იმართება სახალხო სეირნობა და კონცერტები. წელს ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადება.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაფრთხილება გაავრცელა და მოსახლეობა გააფრთხილა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე. საზეიმო ღონისძიებები კი ქვეყნის ყველა ქალაქში გრანდიოზული ფოიერვერკით სრულდება.

 
დღის ამბები