08 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
ნახეთ, რა ხდებოდა იტალიის ქუჩებში ღამით - მას შემდეგ, რაც ქვეყნის ნაკრები ჩემპიონი გახდა

მთელი ღამე ზეიმობდნენ იტალიის ქუჩებში "სკუადრა აძურას" ფანები თავისი გუნდის ჩემპიონობას. ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაქტობრივად, განადგურებული და გახლეჩილი იყო, ამ გამარჯვებამ გააერთიანა.

ყველას დაავიწყდა დაწესებული შეზღუდვები და დილამდე აღნიშნავდნენ ჩემპიონობას.

“სკუადრა აძურას” ევროპირველობა 1968 წელს ჰქონდა მოგებული, 2000 და 2012 წლებში ფინალები წააგო, ახლა კი მათი კიდევ ერთი ტრიუმფი შედგა. იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ინგლისს პენალტების სერიაში სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დღის ამბები