03 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
სელფის გადაღების დროს მეხმა 11 ადამიანი იმსხვერპლა - ტრაგიკული შემთხვევა ინდოეთში

მეხმა სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა ინდოეთში, ჯაიპურში. ძლიერი წვიმისა და ელვის დროს ტურისტულ კოშკზე ასული პირები სელფის იღებდნენ, რა დროსაც ისინი სტიქიამ იმსხვერპლა. 

შემთხვევის დროს კოშკში, მათ გარდა, 27 ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილმა მიწაზე ჩამოხტომა მოასწრო. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დაღუპულთა ოჯახები 5 ათასამდე ევროს ოდენობით კომპენსაციას მიიღებენ. 

დღის ამბები