21 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს და "ასე აღარ იქნება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უმრავლესობის ბედს ყოველთვის უმცირესობა წყვეტდა და ამიერიდან ასე აღარ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პრაიდთან დაკავშირებით ისაუბრა. 

"აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, სხვა ღონისძიებები რომელიც შეიძლება ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, რომელიც შესთავაზა პოლიციამ ლგბტ თემს... 

როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები