09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
მასობრივი წუწაობა ბელგიაში - ევროპა სიცხეებს ებრძვის

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ძლიერი სიცხეებია. ტემპერატურამ ზოგიერთ რაიონში 32 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც ხალხი პარკებსა და შადრევნებს აფარებს თავს. გაგრილების ორიგინალურ მეთოდს მიმართეს ბელგიელებმა.

ბრიუსელის ისტორიულ უბანში 200–მდე ადამიანი შეიკრიბა და მასობრივი წუწაობა მოაწყო. სახალისო აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქციების მოწყობა ბელგიის ყველა რეგიონში იგეგმება, რადგან მეტეოროლოგების პროგნოზით უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და შესაძლოა 35 გრადუსს გადააჭარბოს.

 
დღის ამბები