09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ევროპა საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგებს ელოდება

ევროპა საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგებს ელოდებიან. რეფერენდუმის წინ კი ევროპაში თავშეკავებული განცხადებები კეთდება. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება - რას მოიმოქმედებს ევროპა საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ. იუნკერი ამბობს, რომ რეფერენდუმის ასეთი შედეგი დიდი სისუსტის გამომჟღავნება იქნება.

ევროპელი ექსპერტები კი საბერძნეთში დანიშნული რეფერენდუმის კანონიერებაზე ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, რეფერენდუმი კანონის მიხედვით არალეგალურია, თუმცა მაინც მასზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის შემდეგი ქმედებები.

„სიტუაცია ძალიან ჰგავს ყირიმს, სადაც ორ დღეში ჩაატარეს რეფერენდუმი უკრაინიდან გამოყოფის საკითხზე. ამიტომ ჩემი აზრით, ეს სიტუაცია უპირველესყოვლისა ძალიან სახიფათოა საბერძნეთისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბერძენი ხალხი გამოიჩენს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს ევროპელი ექსპერტი ოლენა კრავჩენკო.

ევროპელი ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ თუკი ბერძენი ხალხი ხმას მისცემს ევროზონაში დარჩენას და კრედიტორებთან ურთიერთობას, მაშინ საბერძნეთის პრემიერი ალექსი სიპრასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები