09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
საბერძნეთი - ევროზონიდან გასვლის ზღვარზე

საბერძნეთში ჩასატარებელ რეფერენდუმამდე რამდენიმე საათი რჩება. რეფერენდუმის ნებისმიერი შედეგი მოსახლეობას დამატებით შეზღუდვებსა და ეკონომიკურ პრობლემებს მოუტანს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბერძნებს არჩევანის გაკეთება უჭირთ, უნდა დარჩეს, თუ - არა, ქვეყანა ევროზონაში.

მძიმე მდგომარეობაში არიან საბერძნეთში მყოფი ქართველებიც. კრიზისის გამო გადარიცხვები საბერძნეთში დროებით შეჩერებულია. შესაბამისად არც ქართველებმა იციან, როდის შეძლებენ კუთვნილი ხელფასების მიღებას და საქართველოში გადარიცხვას.

საბერძნეთში ოფიციალური მონაცემებით 300 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები