09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
აშშ დამოუკიდებლობის დღეს 239-ედ აღნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 239-ედ აღნიშნავს. ამერიკის დედაქალაქში ეროვნულ მოლზე 700 ათასამდე ადამიანს ელოდებიან. 

დამოუკიდებლობის დღისათვის უსაფრთხოება წელს უკიდურესად გამკაცრებულია. 

სახელმწიფო დეპარტამენტს ასევე დავალებული აქვს უსაფრთხოების გამკაცრება საზღვარგარეთ ამერიკის საელჩოებსა და დიპლომატიურ მისიებში. 

უსაფრთხოების უკიდურესად გაძლიერების მიზეზი ტერორიზმის საფრთხე გახდა, როდესაც აისისის ლიდერებმა მოუწოდეს მომხრეებს თავდასხმებისკენ რამდანის პერიოდში, რომელიც წელს 17 ივლისს მთავრდება. 

დღეს საღამოს კაპიტოლიუმის მთაზე გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს კი საღამოს 9 საათზე ტრადიციულად ფეიერვერკი დაამთავრებს. 

 
ავტორი: დავით ნიკურაძე
დღის ამბები