ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის - ელგუჯა გურიელის სახლში ხანძარი, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დამწვარია 3 სართულიან სახლში რამდენიმე ოთახი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.