06 მაისი 2024,   02:37
ვრცლად
ავტობუსის აფეთქებას პაკისტანში 10 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ავტობუსის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 6 ჩინელი და 2 პაკისტანელი ჯარისკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს ჩინელი ინჟინრები კაშხალზე სამუშაოდ გადაჰყავდა.

უცნობია, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში ამოქმედდა თუ გზის პირას.

ჩინეთმა მომხდარი ფაქტი დაგმო და პაკისტანს ინციდენტის საფუძვლიანი გამოძიება მოსთხოვა.

დღის ამბები