20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
სტაბილურია, მაგრამ მძიმეა, უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა - ექიმი რუსთავში დაჭრილ მამაკაცის მდგომარეობაზე

როგორია რუსთავში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა - კლინიკა "რუსთავის" ქირურგის დავით ტაბატაძის თქმით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

"პაციენტი შემოსულია მუცელში შემავალი ჭრილობით. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. სტაბილურია, მაგრამ მძიმეა. უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს," - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი. შსს-ის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

 
დღის ამბები