24 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
პირს, რომელმაც პირველი არხის ოპერატორს თვალებზე ფეხის ჩარტყმით მძიმე დაზიანებები მიაყენა, ბრალს დღეს წაუყენებენ

პირს, რომელიც პირველი არხის ოპერატორს ილია თვალიაშვილს 5 ივლისის აქციაზე სახეში ფეხს გამეტებით ურტყამდა, ოფიციალურად ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. ის პოლიციამ გუშინ დააკავა.

ილია თვალიაშვილმა 5 ივლისს აქციაზე ორივე თვალის არეში დაზიანება ძლიერი დარტყმის შედეგად მიიღო.

​გამოძიება დაკავებულს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებს ედავება.

​შეგახსენებთ, 5 ივლისს აქციაზე ძალადობის მსხვერპლი 53 ჟურნალისტი იყო პოლიციას კი ამ დრომდე 21 პირი ყავს დაკავებული. მათ შორის არიან მხოლოდ უშუალოდ ძალადობრივი ეპიზოდების მონაწილე პირები.

დღის ამბები