29 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში Sinopharm-ითა და Sinovac-ით  პირველადი ვაქცინაცია  ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და  შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლებს ჩაუტარდათ. 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო  მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის და აღნიშნა, რომ იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს განაპირობებს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე მთიანად ქვეყანაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და 485 პირს (ასევე, სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარა.

აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

დღის ამბები