09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
დათანხმდება თუ არა საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს-ქვეყანაში გადამწყვეტი რეფერენდუმი მიმდინარეობს

საბერძნეთში გადამწყვეტი რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი გადაწყვეტილება უვკე დააფიქრსირა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა.

საკუთარი პოზიცია საარჩევნო ბიულეტინზე ოპოზიციის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ანტონის სამარასმაც დააფიქსირა.

საბერძნეთის მოსახლეობამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა მხარს საერთაშორისო კრედიტორების პირობებს.

ევროზონის ლიდერები მორიგი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, კრედიტორების ულტიმატუმს უარი უთხრას, ოპოზიცია კი შიშობს, რომ უარყოფითი შედეგის შემთხვევაში საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს. 

საარჩევნო უბნები საბერძნეთში 4 საათია გაიხსნა და ხმის მიცემა საბერძნეთის დროით 19:00 საათამდე გაგრძელდება. 21:00 საათისთვის კი რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი. 

 

ავტორი თამარ ბაღაშვილი 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები