20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"მორგოშია და ალტ-ინფოს წევრებს ხელში ეჭირათ რაციები და კომუნიკაციას ამ გზით ახორციელებენ" - 5 "სირცხვილიას" აქტივისტების გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიცია 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება "სირცხვილიას" ერთ-ერთი წევრი. აქტივისტი პოლიციას ჩვენებას აძლევს მათ ოფისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. დღესვე პოლიცია გამოკითხავს "სირცხვილიას" კიდევ 3 წევრს.

"გამოკითხვაზე ვიქნებით ის 4 ადამიანი, რომელიც იმ დროისთვის ვიმყოფებოდით "სირცხვილიას" შტაბში, როდესაც შემოიჭრნენ სადარბაზოში და კიბეებზე ლექსო ლაშქარავას სცემეს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ მოძალადეების გარდა, დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები. მათი სახელი და გვარები, ნაწილის, უკვე ვიცით," - განაცხადა მარიამ დოლიძემ.

ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტებიც.

"კადრებში ჩანს, რომ მორგოშიას და კიდევ სხვა პირებს, რომლებიც ალტ-ინფოსთან არიან ასოცირებულები, ხელში უჭირავთ რაციები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამ გზით ახორციელებენ, შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოებაც კი არის საკმარისი იმისათვის, რომ დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ივანე ჩიტაშვილმა.

დღის ამბები