03 მაისი 2024,   02:23
ვრცლად
ესპანეთში ავტომობილი ბარის ტერასაზე შევარდა - დაშავებულია 10 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ესპანეთში 10 ადამიანი დაშავდა. ქალაქ მარბელაში ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა, რის შემდეგაც მანქანა ბარის ტერასაზე შევარდა.

მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. 

დღის ამბები