16 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
გთხოვთ აიცერით, 2 616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა - პრემიერი მოსახლეობას მიმართავს

"2 600 შემთხვევა ძალიან საგანგაშო" - პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციისაკენ მოუწოდებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დამძიმებული ეპიდვიარების ფონზე COVID-19-ის დამარცხებისთვის ერთადერთი გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა

"აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. აცრილი ადამიანის სიკვდილიანობა სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების.

დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა - ეს არის ძალიან საგანგაშო. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, ძალიან ცუდი ტენდენციაა.

ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას - გთხოვთ აიცერით. ძალიან მარტივია მემგონი ამის გაკეთება. თუ მთავრობას არ დაუდგა ჩვენი მოქალაქეები მხარში ისე როგორც დაუდგნენ თავის დროზე შარშან, როცა დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავწვდებით," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები