თბილისის მთავარ სამმართველოში, რამდენიმე საათია, მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ჟურნალისტები და ოპერატორები სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობენ.
მედიის წარმომადგენლების ნაწილს, დღესვე, დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ, მათ შორის "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებს.
საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დღეს დამიბარეს ქალაქის სამმართველოში, სადაც წარმიდგენენ ვიდეომტკიცებულებებს, სადაც იქნება ასახული ჩემი მეგობრისა და კოლეგის ბექა ათაბეგაშვილის ცემის ფაქტი," - აღნიშნა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა გიორგი პერტიამ.
პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი თქმით, ისინი აპირებენ გამომძიებლებს დეტალურად გადასცენ მათ ხელთ არსებული მასალები, სადაც "სირცხვილიას" ოფისში მომხდარი ძალადობის ფაქტებია აღბეჭდილი.
"ჩვენ მათ მივაწოდეთ დაშიფრული ვიდეომასალა, რაც ისედაც საჯაროდ იყო ყველასთვის ადვილად სანახავი. იქ პირდაპირი მოწოდებებია ძალადობებზე, პირდაპირი ქმედებაა, რამაც ეს შედეგი მოგვცა," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ზურაბ ბერძენიშვილმა.