20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსი 67 ადამიანს დაუდასტურდა - რამდენად დაცულები არიან იაპონიაში მყოფი ქართველი სპორტსმენები

კორონავირუსმა საფრთხე ტოკიოს ოლიმპიადის გამართვასაც შეუქმნა. ამ დროისთვის ოლიმპიურ სოფელში 67 ადამიანია კოვიდინფიცირებული, მათ შორის არიან სამხრეთ აფრიკელი და ამერიკელი სპორტსმენები. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი კარანტინში იმყოფებიან. ოლიმპიურ სოფელში ვირუსის პრევენციისთვის მკაცრი ზომებია შემოღებული. ადგილზე სპორტსმენების აქტიური ზედამხედველობა და ყოველდღიური ტესტირება მიმდინარეობს.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა უწევთ იაპონიის დედაქალაქში მყოფ ქართველ სპორტსმენებსაც. ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ოლიმპიადის გაუქმებასაც არ გამორიცხავს. კორონავირუსი სპორტის წინაღმდეგ ჩვენს რეპორტაჟში.

დღის ამბები