09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ათენის ცენტრში მოსახლეობა რეფერენდუმის გადაწყვეტილებას ზეიმით შეხვდა

საბერძნეთში რეფერენდუმის ბიულეტენების 95 პროცენტი დათვლილია, ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტმა მხარი „არას“ დაუჭირა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ათენის ცენტრში მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი რეფერენდუმის გადაწყვეტილებას, საერთაშორისო კრედიტორებისთვის ვალის გადახდაზე უარის თქმას, ზეიმით შეხვდა. ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

სინტაგმას მოედანზე მმართველი კოალიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ და საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები