09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ბერძენმა ხალხმა კრედიტორებს მათ მიერ გამოცხადებული ულტიმატუმი დაუბრუნა - საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი

რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრთან გასაუბრება სცადა ათენში მყოფმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, თუმცა ვარუ-ფაკისმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

მოგვიანებით მან დეტალები უკვე პრეს-კონფერენციაზე გაახმაურა. იანის ვარუ-ფაკისის თქმით, ბერძენმა ხალხმა კრედიტორებს მათ მიერ გამოცხადებული ულტიმატუმი დაუბრუნა. მისივე მტკიცებით, საბერძნეთი ხუთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა აეხსნა კრედიტორებისთვის თავისი პოზიცია.

მინისტრი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის შედეგის მიუხედავად, მოხერხდება კრედიტორებთან და ევროპულ ფინანსურ ორგანიზაციებთან საერთო ენის გამონახვა.

 
დღის ამბები