09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
"მანდატი, რომელიც ხალხმა მომცა, არ გულისხმობს ევროპასთან ურთიერთობების გაწყვეტას,"-ალექსის ციპრასი

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მმართველი პარტიის ლიდერებთან  ალექსის ციპრასმა განიხილა. საბერძნეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა კრედიტორებთან მოლაპარაკებების განახლებისთვის.

"დღეს ყველამ ერთად ევროპის ისტორიაში ნათელი ფურცელი ჩავწერეთ. დავამტკიცეთ, რომ ურთულეს პირობებშიც კი დემოკრატიის შანტაჟი შეუძლებელია. კარგად მესმის, რომ მანდატი, რომელიც მე ხალხმა მომცა, არ გულისხმობს ევროპასთან ურთიერთობების გაწყვეტას, არამედ ჩვენი პოზიციის გაძლიერებას მოლაპარაკებებში,"-განაცახადა ალექსის ციპრასმა. 

მიმდინარე მოვლენების გამო ევროპელი ექსპერტები ევროპის ერთიანი ვალუტის გაუფასურებას ელოდებიან. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ევრო დოლართან მიმართებით 1%-ით უკვე გაუფასურდა.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები