"თუ რამის თავი გაქვთ გადააყენეთ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ" - ასე უპასუხა თეა წულუკიანმა 5-6 ივლისის ძალადობა დასმულ ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა აიღოს თუ არა პრემიერმა და შს მინისტრებმა პასუხისმგებლობა.
კულტურის მინისტრის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოება ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაელოდოს.
"არა, ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ,. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზისა აჩვენებს იმას, რომ სავარაუდოდ, არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შედეგ ვეძებოთ. თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ,“ - მიმართა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა