19 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე ჟურნალისტები ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟორლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს

5 ივლისის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დიღმის სამმართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია და ნანუკა ჟორჟორლიანი დაიბარეს.

გამოძიებას ვახო სანაიას პოზიცია აინტერესებდა თუ რა ინფორმაციას ფლობდა ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

სანაიამ გამოძიების კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გასცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფება. ცნობისთვის, 5 ივლისის მოვლენების ეპიცენტრში არც ვახო სანაია და არც ნანუკა ჟორჟოლიანი არ ყოფილან.

დღის ამბები