02 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა - საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი

ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა."ვიაროთ წინ !" - ეს არის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სლოგანი; "ემოციებით გავერთიანდეთ" - ეს კი გახსნის ცერემონიის მთავარი გზავნილია.

ყველაზე დიდი დელეგაციით ოლიმპიურ თამაშებზე, როგორ მოსალოდნელი იყო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა წარმოდგენილი: 431 სპორტსმენი, 298 ქალი და 133 კაცი.

გახსნის ცერემონიას ათასი ოფიციალური პირი და ჟურნალისტი ესწრება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

17 დღის მანძილზე მსოფლიოს 206 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თამაშებზე 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ჩვენი სპორტსმენები სპორტის 11 სახეობაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.

52 წლის სალუქვაძისთვის სარეკორდო მე-9 ოლიმპიური თამაშებია, ლაშა ტალახაძე კი ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტია.


დღის ამბები