19 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
ავღანეთში თალიბებმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს

ავღანეთში თალიბებმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს.

როგორც "სი-ენ-ენი" იუწყება, სოჰალი პარდისი ქაბულიდან მახლობელ პროვინციაში ავტომობილით გადაადგილდებოდა ყურბან-ბაირამის აღსანიშნად. თალიბებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, თარჯიმანი ავტომობილიდან გადაიყვანეს და მოკლეს.

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბანის მტკიცებით, ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიის 85%-ზე მეტს აკონტროლებენ.


დღის ამბები