დღეიდან 8 აგვისტომდე იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის რიგით 32-ე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.
ოლიმპიადა, რომელიც გასულ წელს უნდა გამართულიყო და COVID-19-ის გამო გადაიდო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ღონისძიებას ათასი ოფიციალური პირი და ჟურნალისტი დაესწრო.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში 35-ის ნაცვლად 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, კურიერის ინფორმაციით ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისში დარჩა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვებიან, 24 ივლისს ქართველი ოლიმპიელები სპორტის ხუთ სახეობაში - ძიუდო, კრივი, ცურვა, ჩოგბურთი და ფარიკაობა შეეცდებიან წარმატების მიღწევას.