09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
შესაძლოა საბერძნეთთან ევროკომისიის მოლაპარაკება აღარ განახლდეს

საბერძნეთის ხელისუფლების ახალ შეთავაზებას ელის ევროკავშირი. რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ბრიუსელში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა გამართა. ვალდის დომბროვსკის თქმით, რეფერენდუმის უარყოფითი შედეგი ათენთან მოლაპარაკების პროცესს კიდევ უფრო რთულს ხდის.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს, საჭირო არის მანდატი ევროჯგუფისგან. დომბროსკმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებაზეც, რომელიც საბერძნეთმა ევროკავშირისგან 2010 წლის შემდეგ მიიღო.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია.

"რეფერენდუმზე გატანილი შეკითხვა არ იყო სამართლებრივად კორექტული. მისი არსი დანარჩენი ევროპისთვის პოლიტიკური მოტივის გაგზავნას ითვალისწინებდა. ახალი დიალოგის დასაწყებად ევროკომისიას ევროპის მანდატი სჭირდება. ფინანსთა მინისტრის გადადგომა კი საბერძნეთის შიდა საქმეა," - აცხადებს ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი.

განახლდება თუ არა მოლაპარაკებები საბერძნეთთან ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალურ სხდომას ევროჯგუფის წარმომადგენლები გამართავენ. სწორედ ამ ჯგუფმა უნდა მისცეს ევროკომისიას მანდატი მოლაპარაკებების დასაწყებად.

ხვალ საღამოს 6 საათზე ბრიუსელში საგანგებო სამიტი გაიმართება.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები