26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია.

ლეგენდარულმა სპორტსმენმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1/2 ფინალში კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური ოქროს მედლისთვის ამ გამარჯვებით პოვა.

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო და ფრანგი გილიომ ჩაინე ვაზარით დაამარცხა. მერვედფინალში მან ჯიბუტის წარმომადგენელი ადამ ალექსანდრ ჰუსეინი დაამარცხა.

მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დამატებით დროში დაძაბული ბრძოლის შემდეგ გაფრთხილებებით დაამარცხა.

დღის ამბები