09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთის პრემიერმა რეფერენდუმის შედეგები ვლადიმერ პუტინთან განიხილა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. საუბრის დროს მათ გუშინ საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით სატელეფონო საუბარი ციპრასის ინიციატივით შედგა.

„პუტინმა გამოხატა მხარდაჭერა ბერძენი ხალხის მიმართ,“-ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები