20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვა - სუს-ში ფარმაცევტების გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ აფთიაქების თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვას ედავებიან. მედიკამენტების კანონის გვერდის ავლით გაყიდვის ფაქტზე 27 აფთიაქია გამოვლენილი. აფთიაქებში საკონტროლო შესყიდვები განხორციელდა და ჩხრეკა ჩატარდა.

ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პოზიციებზე საუბარი უჭირთ და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე მათ სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი, ზაალ კაპანაძე ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იქნა შედგენილი და გადაგზავნილი იქნა სასამართლოში. 

"აფთიაქის ტერიტორიაზე მოწყობილი იქნა სხვადასხვა სამალავებით, რომელიც ასევე აღმოჩენილი იქნა რეგულირების სააგენტოს მიერ, სადაც უკანონო ბრუნვას დაქვემდებარებული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქცია ინახებოდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იქნა შედგენილი და შესაბამისად, გადაგზავნილი იქნა სასამართლოში," - აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი, ზაალ კაპანაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში ახორციელებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აფთიაქის ფარმაცევტი, კანონის გვერდის ავლით ახორციელებდა პირველი ჯგუფის, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

დღის ამბები