20 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
368 კილო ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 75 მილიონი ლარია - უმსხვილესი ნარკოტრანზიტის საქმის დეტალები

ამოღებულია 368 კილო ჰეროინი - ქართველმა სამართალდამცავებმა სომეხ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად უმსხვილესი ნარკოტრანზიტი აღკვეთეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა იგეგმებოდა.

საერთაშორისო სპეცოპერაცია 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 22 ივლისს კიევში თურქეთის მოქალაქეების დაკავებით დასრულდა. ამოღებული ჰერონის ღირებულება შავ ბაზარზე 75 მილიონ ლარს შეადგენს, გამოძიებას უმსხვილეს ნარკოტრანზიტზე ამ დროისთვის უკრაინელი სამართალდამცავები განაგრძობენ.

დღის ამბები