20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
მუზეუმების რეაბილიტაცია, ძეგლების ელექტრონული პლატფორმა - თეა წულუკიანმა დღეს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა

10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენების გამხნევებით დაიწყო.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ათწლიანი გეგმის პერეზენტაციაზე დიდი ნაწილი სწორედ სპორტის განვითარებაზე საუბარს დაეთმო. 

მინისტრმა წულუკიანმა 40-წუთიან სიტყვაში დრო დაუთმო კულტურასაც, პირველ რიგში კი მუზეუმების რეაბილიტაციას, შეეხო ხელოვნების მუზეუმსაც და პირობა დადო, რომ თბილისის ცენტრში მდებარე შალვა ამირანაშვილის სახელობის ყველაზე დიდი მუზეუმი 10 წელიწადში აღდგება, ამისთვის კი 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კიდევ ერთი სიახლე ძეგლებისთვის ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნაა.

დღის ამბები