09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბრიუსელში საბერძნეთის ხელისუფლებისგან ახალ წინადადებებს ელოდებიან

ბრიუსელში საბერძნეთის ხელისუფლების მორიგ ნაბიჯს და ოფიციალური ათენის ახალ წინადადებებს ელოდებიან.

ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის სამომავლო ურთიერთობები ამ დროისთვის უცნობია. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები პარიზში საბერძნეთის საკითხზე მსჯელობენ. 

საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების შეხვედრის პარალელურად განცხადებები გააკეთეს ამ ქვეყნების ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა და აღნიშნეს, რომ დიალოგისათვის კარი ღიაა, თუმცა საბერძნეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ რეალური დიალოგის სურვილი აქვს.

„თუ საბერძნეთს ევროზონაში დარჩენა სურს, ქვეყნის ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა წარმოადგინოს არსებითი წინადადებები, რომელიც მის სურვილს სცდება და რომელიც მისაღები იქნება დანარჩენი წევრი 18 ქვეყნისთვის. ახლა საბერძნეთი სრული გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. რეფერენდუმის შემდეგ კი ის პოლიტიკურად გაყოფილი ქვეყანაცაა,“ - განაცხადა გერმანიის  ვიცე–კანცლერმა, ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა.

ხვალ, სტრასბურგში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გამოვლენ და განცხადებებს გააკეთებენ საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზე. საღამოს კი საგანგებო სხდომა გაიმართება სადაც ელოდებიან, რომ საბერძნეთის მხარე ახალ წინადადებებს წარმოადგენს.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 
დღის ამბები