09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ევროზონა ათენისგან ახალ წინადადებებს ელის

საბერძნეთის პრემიერმინისტრი დღეს ევროზონის სამიტზე გამოსვლას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ ალექსის ციპრასსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროზონა ათენისგან ახალ წინადადებებს ელის, თუმცა კონკრეტულად რა იქნება შეთავაზებული, უცნობია.

ციპრასს ახალი შეთანხმების გაფორმებაში მხარდაჭერას უცხადებს საბერძნეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც წუხელ ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავა. ქვეყანას უკვე ახალი ფინანსთა მინისტრიც ჰყავს. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის ბანკების ასოციაციამ ბანკების მუშაობის განახლება კიდევ ორი დღით გადადო.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ევროპის ცენტრალურ ბანკს ბერძნული ბანკების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, 10 დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით მოუწევს, სანამ მოლაპარაკებების პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები