09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ირანმა და ექვსეულმა თეირანის ბირთვული პროგრამის ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმება შეძლეს

ირანმა და ექვსეულმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმება შეძლეს. ვენაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დოკუმენტში ჩასაწერი 5 პუნქტიდან 4-ზე საერთო აზრის გამონახვა მოახერხეს.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა, რის გამოც შესაძლოა მოლაპარაკებები ხუთშაბათამდე გაგრძელდეს.

წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით, ირანსა და ექვსეულს პოზიციების საბოლოო შეჯერებისთვის ვადა დღეს ეწურება.  

 
დღის ამბები