09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
რუსული ბომბდამშენები შეერთებული შტატების საზღვრებთან შენიშნეს

პენტაგონის ინფორმაციით რუსული ბომბდამშენები ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან 4 ივლისს გამოჩნდნენ. შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ორი ინცინდენტი ერთმანეთის მიყოლებით ალიასკისა და კალიფორნიის საზღვრებთან მოხდა. საჰაერო საზღვრებს ტუ–95–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები მიუახლოვდნენ.

პენტაგონის ბრძანებით ჰაერში მოიერიშეები გაიგზავნა, შედეგად ამერიკელმა პილოტებმა რუსულ ბომბდამშენებს უკან დაახევინეს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში პენტაგონის განცხადებებზე კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.

დღის ამბები