09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
9 ტურისტი დაშავდა სიეტლის მახლობლად ყინულის გამოქვაბულის ჩამონგრევისას

9 ადამიანი დაშავდა ვაშინგტონის შტატში ყინულის გამოქვაბულის ჩამოგრევის შედეგად. ინცინდენტი სიეტლის მახლობლად მდებარე ნაკრძალში მოხდა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნგრევის მიზეზი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გახდა.

ანალოგიური ინცინდენტი მაისშიც მოხდა, რის შემდეგაც ყინულის გამოქვაბული დამთვალიერებლებისთვის დახურული იყო.

ოფიციალური პირებისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ გამოქვაბულში ტურისტები, რადგან ტერიტორია დამთვალიერებლებისთვის მაისის თვის ანალოგიური ინცინდენტის შემდეგ დახურული იყო.

დღის ამბები