20 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დაჯერებაც მიჭირს, რომ ვინმეს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა - შანაე ბრუკის მეგობარი

მოკლული ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში ათობით პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. სამართალდამცავებს კითხვები ჰქონდათ გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებთან და მეგობრებთან. ისინი "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ შანაე ბრუკი უკონფლიქტო იყო და მის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების ან ძალადობის შესახებ არასოდეს სმენიათ.

"მთხოვეს, აქ მოვსულიყავი და კითხვებისთვის მეპასუხა. მე განცხადება გუშინაც გავაკეთე. არასოდეს ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც მის მიმართ ვინმეს აგრესია გამოეხატა. ის იყო წარმოუდგენლად პოპულარული ახალგაზრდა. დაჯერებაც მიჭირს იმის, რომ ვინმეს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა,"- აცხადებს შანაე ბრუკის მეგობარი როს თომსონი.

 

დღის ამბები