09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
"მიუღებელია, საკუთარი პარტნიორები ტერორისტებად მოიხსენიო," - ჟან კლოდ იუნკერი

მსოფლიო ყურადღება ათენიდან ბრიუსელში ინაცვლებს. ევროზონის ლიდერები საბერძნეთის მთავრობის ახალ წინადადებებს ელოდებიან. ვეროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რეფერენდუმის შედეგებზე უნდა იმსჯელონ და მანდატი მისცენ ევროკომისიას, რომ შესაძლებელი გახდეს მოლაპარაკებების გაგრძელება.

დღის მეორე ნახევარში საგანგებო სამიტი გაიმართება. ბრიუსელში საბერძნეთის პრემიერი ჩადის. პარალელურად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებს საბერძნეთის კრიზისზე სიტყვით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე. ჟან კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ ის პატივს ცემს ბერძენი ხალხის არჩევანს. მისივე თქმით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა არ არის პრობლემის გადაჭრა და თვლის, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს ერვოზონაში.  

"საკითხი, რომელიც ბიულეტენში იყო შეტანილი, ბუნებაში არ არსებობს. ალბათ ბატონმა ციპრასმა უნდა აგვიხსნას დეტალურად. დროა რიტორიკა შეცვალონ. მიუღებელია ის, რომ საკუთარი პარტნიორები ტერორისტებად მოიხსენიო. მაგრამ მაინც მჯერა, რომ საბერძნეთის ვეროზონიდან გასვლა თავიდან უნდა ავიცილოთ,” - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.

შეხვედრაზე ევროპული პარტიების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია საბერძნეთში არსებულ ვითარებაზე. ევროპარლამენტარების თქმით, საბერძნეთი ევროპის ნაწილია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში საბერძნეთის ხელისუფლება პოპულისტურად იქცევა.   

დღის ამბები