20 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
შანეი ბრუკის საქმე - საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტო-რობოტი შეადგინა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. საგამოძიებო უწყებამ ფოტო-რობოტი შეადგინა, რომლის მიხედვითაც სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ავსტრალიის მოქალაქის, შანეი ბრუკის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვები ცოტა ხანში უნდა განახლდეს. საგამოძიებო მოქმედებები კი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც შანეი ბრუკი ცხოვრობდა, დღეს პოლიცია ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა როგორც მეზობლები აცხადებენ, ისინი გუშინ გამოკითხეს იმის შესახებ იცნობდნენ თუ არა შანეი ბრუკს და რამე ინფორმაცია ხომ არ ჰქონდათ სავარაუდო დამნაშავესთან დაკაშირებით.

"დილიდან სახლში ვართ დღეს პოლიციელები არ გამოჩენილან, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ დაგვინახავს," - აცხადებენ შანეი ბრუკის მეზობლად მცხოვრები პირები.

დღის ამბები