09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ხანძარი კანადაში - დასავლეთის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კანადის დასავლეთ რეგიონში მოსხლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. მიზეზი ძლიერი ტყის ხანძარია, რომელსაც სამაშველო ჯგუფები უკვე ერთი კვირაა ვერ აქრობენ.

ცეცხლი სასკაჩოვას შტატსა და ბრითიშ კოლუმბიას სასაზღვრო ზონაში მდებარე ტყეებს უკიდია.

მეხანძრეებმა ხანძრის 112 კერა აღმოაჩინეს. ცეცხლი დასახლებებს მიუახლოვდა და საცხოვრებელ სახლებს ემუქრება.

ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში დამატებით სამაშველო ჯგუფებთან ერთად ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები გაგზავნა. სამხედროებმა ადგილობრივი სტიქიის ზონიდან 13 ათასი მოქალაქე უკვე გამოიყვანეს და დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. 

 
დღის ამბები