20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
აქცია კულტურის სამინისტროსთან - შეკრებილებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს 

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობის გადატანის შესახებ გააპროტესტეს.

აქცია კულტურის სამინისტროსთან გაიმართა. როგორც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, მათთვის ბუნდოვანია ხელოვნების მუზეუმის ლოკაციის შეცვლის გეგმა და დეტალები.

კულტურის სამინისტრო საზოგადოების პროტესტს განცხადებით გამოეხმაურა. წერილში აღნიშნულია, რომ შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა.

"გაკეთდეს დელეგაცია სანდო პროფესიონალებით, რომელებიც წლებია გადაფარებულნი არიან თითოეულ ძეგლს, დეტალს, რაც კი არსებობს ოქროს ფონდში. ჟურნალისტებთან ერთად, გამჭვირვალობით, დელეგაციის არსებობით, უნდა ვიცოდეთ სად მიდის, რა ტემპერატურით, რა დაცულობით,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

"ეს პროცესი წინ არ უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა ვხედავ საპარლამენტო ჩართულობის როლს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელოვანებთან ერთად, ნებისმიერი მოქალაქე ამ საკითხში ვიყოთ ერთიანი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ გვაქვს ვალდებულება, ვიზრუნოთ კულტურულ მემკვიდრეობაზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები