06 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ავტობუსი, რომელშიც 22 რუსი ტურისტი, მათ შორის - 9 ბავშვი იმყოფებოდა, ანტალიის აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი საწინააღმდეგო მიმართულებით გადავიდა და ამობრუნდა. 

შემთხვევას სამი ტურისტი ემსხვერპლა. არიან მძიმედ დაშავებულები - ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

დღის ამბები