09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ევროჯგუფის ლიდერები საბერძნეთის კრიზისის გამო იკრიბებიან

ამ წუთებში ბრიუსელში ევროჯგუფის ლიდერები იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა საბერძნეთის კრიზისია. დღესვე ბრიუსელში ჩადის საბერძნეთის პრემიერმინისტრი, რომელიც ევროზონის ლიდერებს ვალთან დაკავშირებით ახალ წინადადებებს გააცნობს.

სავარაუდოდ გეგმაში შეტანილი იქნება მოთხოვნა ვალის 30 პროცენტით შემცირებასთან დაკავშირებით. ევროზონის ფინანსთა მინისტრების შემდეგ ბრიუსელში ევროზონის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრაც გაიმართება.

საბერძნეთის კრიზისზე მსჯელობდნენ ევროპარლამენტშიც. სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბერძნეთის გასვლა ევროზონიდან თავიდან უნდა აიცილონ.

დღის ამბები