17 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
უკვე მე-8 დღეა ხანძარს ებრძვიან თურქეთში - ცეცხლის კერები ქვეყნის 30 პროვინციას მოედო

უკვე მე-8 დღეა ხანძარს ებრძვიან თურქეთში. ცეცხლის კერები ქვეყნის 30 პროვინციას მოედო.

დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის 2 მეხანძრე. 100 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ჩამქვრალი ცეცლის ადგილას, ახალი კერები ისევ ჩნდება.

განადგურებულია ტყის ასობით ათასი ჰექტარი და სასოფლო-სამეურნეო მიწა. ძლიერი ქარი, დაბალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ხანძრების ჩაქრობას განსაკუთრებით ართულებს.

სტიქიის ინტენსივობა ოთხჯერ აღემატება თურქეთში აქამდე დაფიქსირებულ რეკორდს.

დღის ამბები