17 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
უკრაინას პირველი ოლიმპიური ოქრო დეპუტატმა-მოჭიდავემ მოუტანა - რა გამოხმაურება მოჰყვა ჟან ბელენიუკის გამარჯვებას

უკრაინელმა მოჭიდავემ ჟან ბელენიუკმა თავის ქვეყანას ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქრო მოუტანა. 87 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ფინალში მან უნგრელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ჟან ბელენიუკი გამორჩეულია უკრაინელ სპორტსმენებს შორის არა მარტო იმით, რომ მისი მამა რუანდიდან იყო, არამედ ის მოქმედი დეპუტატია უკრაინის პარლამენტში ზელენსკის პარტიიდან.

ბელენიუკის ოქროს მედალს სოციალური ქსელის უკრაინელი მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პირველად უკრაინის ისტორიაში დეპუტატმა ოქრო აიღო და ეს ქრთამი არაა - დაწერა უკრაინელმა ჟურნალისტმა გიორგი შაბაევმა ოლიმპიური ჩემპიონის შესახებ.

ოლიმპიურ ოქრომდე ბელენიუკს მოპოვებული ჰქონდა 2016 წელს ოლიმპიური ვერცხლი, ის არის მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

დღის ამბები